თავში

ევროკავშირი ინდოეთს და ბანგლადეშს დაეხმარება

ევროკავშირი ინდოეთს და ბანგლადეშს დაეხმარება
ევროკავშირი ინდოეთს და ბანგლადეშს დაეხმარება

ევროკავშირი ინდოეთს ნახევარ მილიარდ ევროს, ხოლო ბანგლადეშს - 1,1 მილიონ ევროს გამოუყოფს, ციკლონი "ამპხანის" მიერ გამოწვეული ზარალის ასანაზღაურებლად.

 ამის შესახებ ევროკავშირის კრიზისების მართვის კომისარმა, იანეს ლენარჩიჩმა განაცხადა. 

"რთული წარმოსადგენია როგორ მდგომარეობაში ჩავარდნენ ჩვენი მეგობრები, ინდოეთი და ბანგლადეში. სტიქია ზუსტად მაშინ მოხდა, როდესაც სოციალური დისტანცირება კორონავირუსის გავრცელების საფრთხის კუთხით , კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენ ვხედავთ კრიზისს, რომელიც სხვა კრიზისის დროს დაემთხვა. ევროკავშირი მზადაა დაეხმაროს მათ ყოველგვარი დაყოვნების გარეშე", - განაცხადა ევროკომისარმა.  

ტაიფუნის შედეგად ინდოეთსა და ბანგლადეშში 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და დიდი ეკონომიკური ზარალი მიაყენა. დანგრეულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები. ზარალის შესაფასებლად რამდენიმე დღეა საჭირო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system