თავში

ევროკავშირი საქართველოს 183 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი საქართველოს 183 მილიონ ევროს გამოუყოფს
ევროკავშირი საქართველოს 183 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი საქართველოს ახალი კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად 183 მილიონ ევროს გამოუყოფს, ამის შესახებ ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის დირექტორი ლოურენს მერედითი „ტვიტერზე“ წერს,

ლოურენს მერედითი შესაბამის ცხრილს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ევროკავშირი 80 მილიონ ევროს დაუყოვნებლივი საჭიროებებისთვის, ხოლო 883 მილიონ ევროს, მოკლევადიანი მხარდაჭერისთვის გამოყოფს. აღნიშნული თანხიდან 183 მილიონ ევროს საქართველო მიიღებს. ეს ყველაზე დიდი კონტრიბუციაა უკრაინის შემდეგ, რომელიც, 190 მილიონი ევროს მიიღებს. 

ასევე დახმარებას მიიღებენ ქვეყნები: სომხეთი – 92 მილიონი ევრო, აზერბაიჯანი -14 მილიონი ევრო, ბელარუსი – 60 მილიონი ევრო, მოლდოვა – 87 მილიონი ევრო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system