თავში

ევროკავშირის დახმარება ლაბორატორიებს და სამედიცინო დაწესებულებებს მოხმარდება

ევროკავშირის დახმარება ლაბორატორიებს და სამედიცინო დაწესებულებებს
ევროკავშირის დახმარება ლაბორატორიებს და სამედიცინო დაწესებულებებს მოხმარდება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, პანდემიასთან საბრძოლველად ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დახმარება ლაბორატორიული სექტორისა და სამედიცინო დაწესებულების გაძლიერებას მოხმარდება.

მინისტრის განმარტებით, ევროკავშირის მხრიდან გამოყოფილი თანხა დეტალურად არის გაწერილი 

"ეს გულისხმობს როგორც ლაბორატორიული სექტორის გაძლიერებას, ასევე ტესტირების შესაძლებლობის გაზრდასა და ყველა იმ სამედიცინო დაწესებულების გაძლიერებას, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ კოვიდ-პანდემიის მართვაში, როდესაც ჩვენ გაზრდილ მონაცემებს ველოდებით“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის ევროკომისიამ კორონავირუსთან დაკავშირებით ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს დასახმარებლად მაკროფინანსური დახმარების რვა პროგრამა შეათანხმა. საქართველოსთვის 150 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების პროგრამის პირობები პოლიტიკის სფეროში უკავშირდება სახელმწიფო ფინანსების მართვის გაძლიერებას, მმართველობის გაუმჯობესებას, სექტორულ რეფორმებსა და შრომის ბაზართან დაკავშირებულ პოლიტიკას.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 278 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 058-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system