თავში

ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა შემცირდა

ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა
ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა შემცირდა

2019 წელს საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში 825.7 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რაც 13.0 პროცენტით მეტია 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. 

ეს ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 21.9 პროცენტს შეადგენს. 

ამავე პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან იმპორტის მოცულობამ 2 321.5 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, 7.4 პროცენტით ნაკლები.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მთლიანმა სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 3 147.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 2.8 პროცენტით ჩამორჩება.

ამასთან, 2019 წელს საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 2 003.1 მლნ. აშშ დოლარის საქონელი, რაც 20.0 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 53.1 პროცენტს შეადგენს. 

იმპორტის მოცულობა 2 438.6 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა (9.5 პროცენტით ნაკლები), რაც მთლიანი იმპორტის 26.9 პროცენტია. 

მთლიანმა სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 4 441.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.8 პროცენტით მეტია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system