თავში

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მალხაზ თორიას შეხვდა

​ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მალხაზ თორიას შეხვდა
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მალხაზ თორიას შეხვდა

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილეს მალხაზ თორიას შეხვდა. შეხვედრაზე პანდემიასთან ბრძოლის და კოვიდ19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებზე ისაუბრეს.

მალხაზ თორია მარეკ შჩიგელს გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებსა და ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე ესაუბრა, ასევე შეეხო რეგიონის ტურისტულ პოტენციალს, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებს და მიმდინარე მსხვილ, მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრას მარეკ შჩიგელთან ერთად მისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ელჩი მარეკ შჩიგელი 2020 წლის მარტიდან ხელმძღვანელობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system