თავში

ევროკავშირში საქართველოდან აგროპროდუქციის ექსპორტი 26%-ით გაიზარდა

ევროკავშირში საქართველოდან აგროპროდუქციის ექსპორტი 26%-ით გაიზარდა
ევროკავშირში საქართველოდან აგროპროდუქციის ექსპორტი 26%-ით გაიზარდა

2020 წელს,  მიუხედავად კოვიდ პანდემიით გამოწვეული გლობალური პრობლემებიდან გამომდინარე ექსპორტის ზოგადი შემცირებისა, ევროკავშირში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი 26%-ით გაიზარდა, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან ქართულ პროდუქციაზე, როგორიცაა: თხილი, ჩირი, მინერალური წყალი, ღვინო, სპირტიანი სასმელები, ხილის წვენები, ხილ-ბოსტნეულის კონსერვები, თევზის ფქვილი და გრანულები, ცხოველების სახლები. ამის შსახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) 2020 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიში იქნა წარდგენილი და  DCFTA-ის განხორციელების საშუალოვადიანი (2021-2023 წლების) სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაც გაიმართა.

მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ,  ისაუბრა DCFTA-ის განხორციელების მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე. განსაკუთრებით ხაზი გაესვა სახელმწიფო შესყიდვების, კონკურენციის, ბაზარზე ზედამხედველობის, სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ, შრომის უსაფრთხოებისა და სხვა სფეროებში განხორციელებულ რეფორმებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით. განიხილეს მომდევნო სამი წლის განმავლობაში საშუალოვადიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმებიც.

ევროკავშირთან წარმატებული შეთანხმების შედეგად შეფასდა ისიც, რომ ამ გაერთიანებაში საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტის წილი მნიშვნელოვნად იზრდება და ზოგადად ეს გაერთიანება ქართული წარმოების პროდუქციის საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. კერძოდ, DCFTA-ის ამოქმედებამდე, ევროკავშირის ექსპორტში ადგილობრივი წარმოების პროდუქციას 65% ეკავა, ხოლო ამჟამად უკვე ეს მაჩვენებელი 24%-ით გაზრდილია და 89%-ს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system