თავში

ევროკავშირში სამოგზაურო შეზღუდვების შემსუბუქება იგეგმება

ევროკავშირში სამოგზაურო შეზღუდვების შემსუბუქება იგეგმება
ევროკავშირში სამოგზაურო შეზღუდვების შემსუბუქება იგეგმება

ევროკავშირი სამოგზაურო შეზღუდვების შემსუბუქებაზე მსჯელობს. კავშირის ქვეყნები სრულად ვაქცინირებული პირებისთვის საზღვრების გახსნაზე შეთანხმდნენ

როგორც CNN-ი იუწყება,  ბლოკის ოცდაშვიდივე წევრი თამნახმაა, შემსუბუქდეს ისეთი შეზღუდვები, როგორიც არის კოვიდ-ტესტირება და ქვეყანაში ჩასვლისას საკარანტინე პერიოდის გავლა. როგორც პორტუგალიის პრეზიდენტის პრესმდივანი ანა ასცენჩაო სილვა twitter-ზე წერს, ევროგაერთიანება ახალ რეკომენდაციებს უახლეს მომავალში შეიმუშავებს. 

შეგახსენებთ, რომ ტურისტული სფეროს მუშაობის აღსადგენად, ევროკავშირში კოვიდპასპორტების შემოღებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

პანდემიამ მსოფლიო მშპ-ში ტურიზმის წილი ორჯერ შეამცირა. მსოფლიო ტურიზმისა და მოგზაურობის საბჭოს (WTTC) ანგარიშის თანახმად, 2020 წელს ტურიზმის სფეროში 62 მლნ სამუშაო ადგილი შემცირდა, რაც თითქმის 18,5%-ია. ამჟამად ტურიზმის ინდუსტრიაში 272 მლნ ადამიანია დასაქმებული. ანგარიშსი განმარტებულია, რომ პანდემიამდემსოფლიოში ყოველი მეოთხე სამუშაო ადგილი საერთაშორისო ტურიზმზე მოდიოდა. მსოფლიოში მთლიანი სამუშაო ადგილების 10,6% საერთაშორისო ტურიზმის წილი იყო, რაც 334 მლნ სამუშაო ადგილს ნიშნავს.

ანგარიშის მიხედვით, თუკი 2019 წელს მსოფლიო ეკონომიკაში ტურიზმმა 9,2 ტრლნ დოლარი დააგენერირა, 2020 წელს სექტორმა, თითქმის, 4,5 ტრლნ დოლარი დაკარგა, ხოლო მსოფლიოს მთლიან შიდა პროდუქტზე მისი წილი 49%-ითაა შემცირებული. აქვე აღნიშნულია, რომ მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ტემპი 3,7%-ით დაეცა.

2019 წელს მოგზაურობების დროს დამსვენებლებმა 1,7 ტრლნ დოლარი დახარჯეს, რაც საერთაშორისო ექსპორტის, თითქმის, 7%-ს, ხოლო მომსახურების ექსპორტის 27,4%-ს შეადგენდა. 2020 წელს თავიანთ ქვეყნებში მოგზაურობის დროს ტურისტების ხარჯები 45%-ით, ხოლო საზღვარგარეთ მოგზაურობის ხარჯები, თითქმის, 70%-ით შემცირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system