თავში

ევროკავშირში უმუშევრობის დონე ახალგაზრდებში 17%-ია

ევროკავშირში უმუშევრობის დონე ახალგაზრდებში 17%-ია
ევროკავშირში უმუშევრობის დონე ახალგაზრდებში  17%-ია

ევროსტატის შეფასებით, 2021 წლის ივნისში ევროკავშირში უმუშევრად 14 მილიონ 916 ათასი ადამიანია დარჩენილი. 

ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირში უმუშევრობის დონე ივნისში 7.1%-ს შადგენდა. აღნიშნული მაჩვენებელი გაუმჯობესდა, ვინაიდან მაისში უმუშევრობა 7.3%-ს აღწევდა.

ევროკავშირში უმუშევრობის დონე ახალგაზრდებში  17%-ია, რაც ნიშნავს, რომ 25 წლამდე ასაკის 2 მილიონი 967 ათასი ახალგაზრდა დაუსაქმებელია.

ევროკავშირის ქვეყნებს შორის უმუშევრობის თვალსაზრისით პირველ ადგილზე ესპანეთია, სადაც მოსახლეობის 37.1% დაუსაქმებელია. მეორე ადგილზეა საბერძნეთი (27.9%), მესამე ადგილს იტალია იკავებს (29.4%). ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ჩეხეთის რესპუბლიკაში (7.1%), გერმანიასა (7.5%) და ნიდერლანდებში (7.6%).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system