თავში

"ევროპა ქიშმიშიანი "ბულკია", ქიშმიში რომ ამოვიღოთ, "ბულკი" უნდა გადავაგდოთ?“

ევროპა ქიშმიშიანი ბულკია, ქიშმიში რომ ამოვიღოთ, ბულკი უნდა გადავაგდოთ?
ევროპა ქიშმიშიანი ბულკია, ქიშმიში რომ ამოვიღოთ, ბულკი უნდა გადავაგდოთ?“

საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები ჩრდილოვან ეკონომიკას არ გაზრდის. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს საჯარო შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა. პეტრიაშვილის თქმით, არსებული ინიციატივა ევროპულ კანონმდებლობაზეა მორგებული და თუ ევროპა გვინდა, მაშინ ეს სტანდარტებიც უნდა მივიღოთ.

„აბსოლუტური აბსურდია, რომ ჩრდილოვან ეკონომიკას გაზრდის. პირიქით, ჩრდილიდან გამოჰყავს დასაქმება. მეტი სადღა უნდა გაზარდოს? დასაქმების 58%-ია ჩრდილში გადასული. ინივიატივა მინიმალური ხელფასიდან დაწყებული სხვა ინიციატივებით დასრულებული, ბიუჯეტში მეტი თანხის აკუმულირებას მოახდენს, რათა ბიუჯეტს ჰქონდეს მეტი სოციალური პასუხისმგებლობა მოქალაქეების წინაშე. რეალურად, ეს ინიციატივები გათეთრებას უწყობს ხელს. არ გვინდა ევროპა? თუ ევროპა ქიშმიშიანი "ბულკია"? ქიშმიში ამოვიღოთ და "ბულკი" გადავაგდოთ... ფაქტია, ადამიანები იტანჯებიან გაუსაძლისი მდგომარეობით, არამარტო სიდუხჭირის გამო, არამედ უუფლებობის გამოც ისინი გარბიან ამ ქვეყნიდან," -განაცხადა საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარემ.

ირაკლი პეტრიაშვილის შეფასებით, 30 ათას ადამიანს ქვეყანაში დღეს აქვს იმაზე ნაკლები ანაზღაურება, ვიდრე - საარსებო მინიმუმია.

"ფაქტია, რომ 20 ლარად არავინ არ არის თანახმა, რომ თვის განმავლობაში იმუშაოს. დღეს თვეში დადგენილი ხელფასი ბიზნეს სექტორში არის სწორედ 20 ლარი. 20 ლარად ვერავის დაიქირავებთ. რას ნიშნავს ეს? არის თუ არა ჩრდილში დასაქმება? არსებობენ ადამიანები, ვისაც ოფიციალურად 20 ლარი აქვს ხელფასი, რეალურად კი, გადასახადის გადახდა არ ხდება ბიუჯეტში. შეიძლება რეალური ხელფასი 1000 ლარი იყოს და კონვერტით იღებდეს მას. სახელმწიფოს უმალავდეს გადასახადებს“, - აცხადებს პეტრიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც შრომითი უფლებების დაცვის ახალი სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმების შექმნას გულისხმობს. ბიზნესომბუდსმენის აპარატი, ასევე „საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ და სხვა ასოციაციები შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს არ იწონებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system