თავში

ევროპალატა "ევროკავშირი ბიზნესისთვის" ონლაინ პრეზენტაციას გამართავს

ევროპალატა "ევროკავშირი ბიზნესისთვის" ონლაინ პრეზენტაციას გამართავს
ევროპალატა ევროკავშირი ბიზნესისთვის ონლაინ პრეზენტაციას გამართავს

12-13 ნოემბერს ევროპალატა პროექტის - „ევროკავშირი ბიზნესისთვის’’ ონლაინ პრეზენტაციას გამართავს.

აღნიშნულ პროექტს საქართველოში სავაჭრო პალატა განახორციელებს, რომლის ფარგლებში ქართველი და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ დაუკავშირდნენ უცხოელ ბიზნეს პარტნიორებს, დაამყარონ საქმიანი კავშირები და განავითარონ საკუთარი ბიზნესი.

პროექტში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობა ექნებათ, როგორც ქართულ, ასევე სომხურ, აზერბაიჯანულ, უკრაინულ, ბელარუსულ და მოლდოვურ კომპანიებს. 

პროექტის საერთო ბიუჯეტი 6.5 მილიონი ევროა და თითოეულ მონაწილე ბიზნესს მაქსიმუმ 60 000 ევროს ოდენობის გრანტის მიღების შესაძლებლობა ექნება. 

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს მდგრად ეკონომიკურ განვითარებასა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნებში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას.

ონლაინ პრეზენტაციისას მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ პროექტის შესახებ ინფორმაციას და იმ სამომავლო აქტივობებს, რომელიც იგეგმება პოტენციური ბენეფიციარებისთვის.შევხედრაზე დასწრება ნებისმიერ მეწარმეს და ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციას შეეძლება, რომელიც საქმიანობს კრეატიული ინდუსტრიის, ტექსტილის, ტურიზმის, ბიო-ორგანული საკვებისა და ღვინის სექტორში.პრეზენტაციაზე დასასწრებად, მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ მითითებულ ბმულზე:

https://bit.ly/3k7FISk

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system