თავში

ევროპამ აზერბაიჯანიდან უკვე 5 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიიღო

​ევროპამ აზერბაიჯანიდან უკვე 5 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიიღო
ევროპამ აზერბაიჯანიდან უკვე 5 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიიღო

ტრანს-ადრიატიკის მილსადენის (TAP) ოპერატორმა განაცხადა, რომ შაჰ-დენიზის საბადოდან აზერბაიჯანული გაზის მიწოდების დაწყების დღიდან, ევროპელმა მომხმარებლებმა ჯამში 5 მილიარდი კუბური მეტრი საწვავი მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას TAP ავრცელებს.

გაზი ევროპაში ბერძნულ-თურქეთის საზღვარზე კიპოის წერტილით შემოდის , სადაც TAP გაზსადენი უკავშირდება ტრანს-ანატოლიის ხაზს (TANAP).

„ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ მივაღწიეთ ამ მნიშვნელოვან ეტაპს, რომელიც აძლიერებს TAP-ის როლს, როგორც გადამცემი სისტემის საიმედო ოპერატორს ევროპის ენერგეტიკულ ლანდშაფტში. გარდა ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და დივერსიფიკაციისა მრავალ ბაზარზე, TAP– ის საშუალებით მოწოდებული გაზის მოცულობა მხარს უჭერს ენერგეტიკულ გადასვლას, განსაკუთრებით სამხრეთ -აღმოსავლეთ ევროპაში. უფრო მეტიც, ჩვენი გრძელვადიანი ხედვის შესაბამისად, TAP გააგრძელებს ნახშირბადის ნეიტრალური ენერგიის წყაროების ტრანსპორტირების შესაძლებლობების გამოყენებას, როგორიცაა წყალბადი, რათა ევროკავშირის მიზნების შესაბამისად ემისიები შემცირდეს”, განაცხადა, TAP–ის მმართველმა დირექტორმა, ლუკა სკიეპატიმ.

TAP სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპულ მონაკვეთს ევროპის რამდენიმე ბაზარზე წელიწადში დაახლოებით 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გადატანა შეუძლია. მილსადენი დაპროექტებულია იმ შესაძლებლობით, რომ გამტარუნარიანობა წელიწადში 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system