თავში

ევროპაში გაზი კვლავ გაძვირდა

ევროპაში გაზი კვლავ გაძვირდა
ევროპაში გაზი კვლავ გაძვირდა

ევროპაში გაზის დეკემბრის ფიუჩერსების ფასმა 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 5%-ით მოიმატა. ამას მოწმობს ICE Futures-ის მონაცემები.

ამრიგად, დეკემბრის ფიუჩერსების ღირებულება ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ათას კუბურ მეტრზე 816 დოლარამდე გაიზარდა.

29 ოქტომბერს ევროპაში გაზის ფასი 1000 კუბურ მეტრზე 800 დოლარამდე 17 სექტემბრის შემდეგ პირველად დაეცა. 

როგორც ექსპერტები აღნიშნავდნენ გაზის ფასის ვარდნა რუსეთის პრეზიდენტის მიერ გავრცელებული განცხადებით იყო განპირობებული.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, "გაზპრომი" ევროპელი მომხმარებლების წინაშე საკონტრაქტო ვალდებულებებს შეასრულებს და ევროპის ენერგეტიკული ბაზრისთვის უფრო ხელსაყრელ ვითარებას შექმნის.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system