თავში

ევროპაში გაზის ფასი 15%-ით შემცირდა

ევროპაში გაზის ფასი 15%-ით შემცირდა
ევროპაში გაზის ფასი 15%-ით შემცირდა

ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასი დაახლოებით 15%-ით შემცირდა და ათას კუბურ მეტრზე 1 700 აშშ დოლარამდე დაეცა. Report.ge-ის ცნობით, ამას მოწმობს ლონდონის საფონდო ბირჟის ICE-ის მონაცემები.

გაზის იანვრის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში სავაჭრო სესიის გახსნისთვის ათას კუბურ მეტრზე 1 916,2 დოლარი შეადგინა. დღის განმავლობაში ფასი 1 694,2 დოლარამდე დაეცა, შემდეგ კი ოდნავ გაიზარდა - 1 708,2 დოლარამდე.

ევროპაში გაზის ფასი ბოლო თვეებში მკვეთრად გაიზარდა. Financial Times-ის ცნობით, გაზზე ფასის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი არის ის გარემოება, რომ "გაზპრომმა" უარი თქვა უკრაინის გავლით დამატებითი მოცულობების მიწოდებაზე, რომელიც ევროპაში ექსპორტის გაზრდას ისახავდა მიზნად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system