თავში

ევროპაში გაზის ფასი შემცირდა

ევროპაში გაზის ფასი შემცირდა
ევროპაში გაზის ფასი შემცირდა

ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასმა სავაჭრო დღის გახსნისთვის იკლო და ათას კუბურ მეტრზე 1 900 დოლარამდე დაეცა. Report.ge-ის ცნობით, ამას მოწმობს ლონდონის საფონდო ბირჟის ICE-ის მონაცემები.

გაზის იანვრის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში სავაჭრო სესიის გახსნისთვის ათას კუბურ მეტრზე  1 916,2 დოლარი შეადგინა, მოგვიანებით კი 1 823,9 დოლარამდე დაეცა. 

ერთი დღით ადრე, ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და ათას კუბურ მეტრზე 2 000 აშშ დოლარს გადააჭარბა.

ევროპაში გაზის ფასი ბოლო თვეებში მკვეთრად გაიზარდა. Financial Times-ის ცნობით, გაზზე ფასის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი არის ის გარემოება, რომ "გაზპრომმა" უარი თქვა უკრაინის გავლით დამატებითი მოცულობების მიწოდებაზე, რომელიც ევროპაში ექსპორტის გაზრდას ისახავდა მიზნად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system