თავში

ევროპაში გაზის ფასი მცირდება

ევროპაში გაზის ფასი მცირდება
ევროპაში გაზის ფასი მცირდება

ევროპაში გაზის ფასი 2,8%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 865,7 აშშ დოლარი შეადგინა.

ამრიგად, ოქტომბრის ფიუჩერსული კონტრაქტის ღირებულებამ ნიდერლანდებში TTF-ზე ათას კუბურ მეტრზე ვაჭრობა 871,2 აშშ დოლარზე დაიწყო, შემდეგ 875,6 აშშ დოლარამდე ავიდა, თუმცა მალევე ვარდნა დაიწყო და 865,7 აშშ დოლარი შეადგინა.

Financial Times-ის ცნობით, გაზზე ფასის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი არის ის გარემოება, რომ "გაზპრომმა" უარი თქვა უკრაინის გავლით დამატებითი მოცულობების მიწოდებაზე, რომელიც ევროპაში ექსპორტის გაზრდას ისახავდა მიზნად.

Financial Times-სთან ინტერვიუში, უკრაინის გაზოპერატორის, GTS-ის გენერალურმა დირექტორმა, სერგეი მაკოგონმა განაცხადა, რომ ფასების ზრდა ხელოვნურად შექმნილი პრობლემაა.

ამავდროულად, "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" გაზსადენის მშენებლობა 10 სექტემბერს დასრულდა. რუსული ენერგოკომპანია „გაზპრომი“ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაზსადენის ამოქმედებას მომავალი თვიდან გეგმავს.

1 200 კილომეტრის სიგრძის გაზსადენმა რუსული ბუნებრივი აირის მიწოდება გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით და უკრაინის გვერდის ავლით უნდა განახორციელოს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system