თავში

ევროპაში გაზის ფასი მცირდება

ევროპაში გაზის ფასი მცირდება
ევროპაში გაზის ფასი მცირდება

ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასები სავაჭრო დღის გახსნისას შემცირდა და ათას კუბურ მეტრზე 1 000  აშშ დოლარამდე დაეცა. Report.ge-ის ცნობით, ამას მოწმობს ლონდონის საფონდო ბირჟის ICE-ის მონაცემები.

გაზის თებერვლის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ვაჭრობის გახსნისას ათას კუბურ მეტრზე 1 034 აშშ დოლარი შეადგინა. თუმცა, მოგვიანებით 965 დოლარამდე დაეცა.

ევროპაში გაზის ფასი  გასული წლის ბოლო დღეს, პირველად 10 ნოემბრის შემდეგ პირველად დაეცა. 

ფასის კლება შეიძლება დაკავშირებული იყოს აშშ-დან ევროპაში LNG-ის დამატებით მიწოდებასთან და ევროპის ქარის ელექტროსადგურებზე ელექტროენერგიის გამომუშავების ზრდასთან.

21 დეკემბერს ევროპაში გაზის გაცვლითმა ფასმა, ისტორიაში პირველად, ათას კუბურ მეტრზე 2 000 აშშ დოლარს გადააჭარბა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system