თავში

ევროპაში გაზის ფასი შემცირდა

ევროპაში გაზის ფასი შემცირდა
ევროპაში გაზის ფასი შემცირდა

ევროპაში გაზის ღირებულება გასული სავაჭრო დღის განმავლობაში 1,5%-ით შემცირდა და ათას კუბურ მეტრზე 1 074,9 აშშ დოლარს გადააჭარბა. ამას მოწმობს ICE Futures-ის მონაცემები.

ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში გაზის დეკემბრის ფიუჩერსების ღირებულებამ გასული სავაჭრო დღის გახსნის მომენტისათვის ათას კუბურ მეტრზე 1 121,7 აშშ დოლარი შეადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში გაზის ფასი ცვალებადი იყო. გაზის მაქსიმალურმა ფასმა დღის განმავლობაში ათას კუბურ მეტრზე 1 169 აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო მინიმალურმა ღირებულებამ  1 059,2 აშშ დოლარი შეადგინა. სავაჭრო დღის დახურვისას კი გაზის ფიუჩერსების ფასი 1 074,9 აშშ დოლარამდე შემცირდა.

ევროპაში გაზის ფასი ბოლო თვეებში მკვეთრად გაიზარდა. ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში, ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ათასი კუბური მეტრი გაზი 515 აშშ დოლარად ივაჭრებოდა, სექტემბრის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი გაორმაგდა.

Financial Times-ის ცნობით, გაზზე ფასის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი არის ის გარემოება, რომ "გაზპრომმა" უარი თქვა უკრაინის გავლით დამატებითი მოცულობების მიწოდებაზე, რომელიც ევროპაში ექსპორტის გაზრდას ისახავდა მიზნად.

რუსული გაზსადენის, "ჩრდილოეთი ნაკადი 2"-ის მეშვეობით, ევროპისათვის ყოველწლიურად 55 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდება იქნება შესაძლებელი.

1 200 კილომეტრის სიგრძის გაზსადენმა რუსული ბუნებრივი აირის მიწოდება გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით და უკრაინის გვერდის ავლით უნდა განახორციელოს.

გერმანიის მარეგულირებლის მიერ "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" სერტიფიცირების პროცედურის შეჩერების გამო, გაზსადენის ექსპლუატაციაში გაშვება, შესაძლოა, 2022 წლის მარტამდე გადაიდოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system