თავში

ევროპაში ყველაზე ძვირი საწვავი ნიდერლანდებშია

ევროპაში ყველაზე ძვირი საწვავი ნიდერლანდებშია
ევროპაში ყველაზე ძვირი საწვავი ნიდერლანდებშია

საქართველოს ნავთობიმპორტიორთა კავშირის ცნობით, მარტის თვის შუა რიცხვების პერიოდში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი გაიზარდა 0,02 ევროთი/ლიტრაზე და შეადგენს საშუალოდ 1,23 ევროს/ლიტრაზე. მათივე განმარტებით, ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნიდერლანდებში, პორტუგალიასა და იტალიაში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს.

"ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1.85 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,92 ევროს, დიზელის საწვავი - 1,50 ევროს; პორტუგალიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,65 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,67 ევროს, დიზელის საწვავი - 1,46 ევროს; იტალიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,62 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,65 ევროს, დიზელის საწვავი - 1,49 ევროს; ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,54 ევრო , A-98 მარკის ბენზინი - 0,60 ევრო, A-92 მარკის ბენზინი - 0,504 ევროს, დიზელის საწვავი - 0,54 ევროს," - განმარტავენ ბიზნესგაერთიანებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system