თავში

ევროპაში საცხოვრებლის ფასების რეკორდული ზრდაა მოსალოდნელი

​ევროპაში საცხოვრებლის ფასების რეკორდული ზრდაა მოსალოდნელი
ევროპაში საცხოვრებლის ფასების რეკორდული ზრდაა მოსალოდნელი

2021 წელს ევროზონაში სახლების ფასების ზრდა 30-წლიან რეკორდს დაამყარებს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული ანალიტიკური კომპანია Oxford Economics ავრცელებს.

პროგნოზების თანახმად, მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში ზრდა, შესაძლოა, წლიურ 8%-მდე დაჩქარდეს. მთელი წლის განმავლობაში მოსალოდნელია, რომ საცხოვრებლის ღირებულება 7%-ით გაიზრდება.

2022 წლისთვის ანალიტიკოსები უძრავი ქონების ფასების 6%-ით ზრდას ელიან.

ფასების ბუმის მიზეზებს შორისა საცხოვრებლის შეძენის მარტივი პირობები, კორონავირუსის პანდემიის დროს დაგროვილი ზედმეტი სახსრები და შრომის ბაზრის სწრაფი აღდგენა სახელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system