თავში

ევროპის ცენტრალური ბანკი კორონავირუსისგან მიყენებული ზარალის გამო 750 მილიარდ ევროს გამოყოფს

​ევროპის ცენტრალური ბანკი კორონავირუსისგან მ
ევროპის ცენტრალური ბანკი კორონავირუსისგან მიყენებული ზარალის გამო 750 მილიარდ ევროს გამოყოფს

ევროპის ცენტრალური ბანკი 750 მილიარდ ევროს კორონავირუსისგან მიყენებული ზარალის გამო გამოყოფს. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით Bloomberg წერს.

ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი, კრისტინ ლაგარდი „ტვიტერში“ წერს, რომ ფინანსური ინსტიტუტი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ყველაფერს გააკეთებს ევროს მხარდასაჭერად.

„საგანგებო დრო საგანგებო ზომებს მოითხოვს. ჩვენი ვალდებულებები ევროზონის წინაშე უსაზღვროა და ჩვენ ხელმისაწვდომი ინსტრუმენტების სრულ პოტენციალს გამოვიყენებთ ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში“, – წერს კრისტინ ლაგარდი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system