თავში

ევროზონის ეკონომიკა ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა

ევროზონის ეკონომიკა ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა
ევროზონის ეკონომიკა ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა

კორონავირუსის გავრცელების შედეგად დაწესებული შეზღუდვების გამო, ევროზონის მშპ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 12.1%-ით შემცირდა, რაც ისტორიული მაჩვენებელია.

Eurostat-ის მონაცემებით, ივლისში ინფლაციის მაჩვენებელი ევროზონაში ოდნავ გაიზარდა და 0.4%-ი შეადგინა.

პანდემიით გამოწვეული შედეგების გამო, ევროზონის ქვეყნებმა ეკონომიკების მკვეთრი შემცირება განიცადეს. კერძოდ, იტალიის ეკონომიკა 12.4%-ით შემცირდა, საფრანგეთის - 13.8%-ით, პორტუგალიის - 18.5%-ით, ესპანეთის - 10.1%-ით, გერმანიის - 10.7%-ით, ავსტრიის - 12.2%-ით.

სტატისტიკის ფედერალური სამსახურის ცნობით, აპრილიდან ივნისის ჩათვლით წინა წელთან შედარებით გერმანიის ეკონომიკა 11.7%-ით არის შემცირებული. უწყების განმარტებით, ეს ყველაზე მკვეთრი შემცირებაა მას შემდეგ, რაც 1970 წელს გერმანიის მშპ-ის კვარტალური გაანგარიშებები დაიწყო.

ცნობითვის,  ევროპულმა ცენტრალურმა ბანკმა წამოიწყო საგანგებო ობლიგაციების ყიდვის პროგრამა, რომ ეკონომიკა კრიზისიდან გამოსულიყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system