თავში

ევროზონის ეკონომიკა მნიშვნელოვნად გაიზარდა

ევროზონის ეკონომიკა მნიშვნელოვნად გაიზარდა
ევროზონის ეკონომიკა მნიშვნელოვნად გაიზარდა

ევროზონის ეკონომიკური ზრდა 2021 წლის მეორე კვარტალში 2 პროცენტს შეადგენს, რაც  მრავალი ექსპერტის მოლოდინს აჭარბებს. 

სტატისტიკური სამსახური Eurostat-ის ცნობით, ევროზონის ქვეყნებიდან მშპ-ს ყველაზე დიდი ზრდა მიმდინარე წლის აპრილიდან ივნისამდე პერიოდში პორტუგალიაში (4.9%) დაფიქსირდა. შემდეგ მოდის ავსტრია (4.3%) და ლატვია (3.7%). იმავდროულად, ეკონომიკური ზრდის ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი მაჩვენებლები დაფიქსირდა ლიტვაში (0.4%) და ჩეხეთში (0.6%).

გერმანიაში, რომლის მშპ მნიშვნელოვნად შემცირდა წლის დასაწყისში, 2021 წლის მეორე კვარტალში ეკონომიკა 1.5%-ით გაიზარდა. ვ

რაც შეეხება ინფლაციას, მისი დონე ევროზონაში ბოლო 12 თვის განმავლობაში 2.2%-ს აღწევს. ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2018 წლის შემოდგომის შემდეგ. გერმანიაში, ფედერალური სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, სამომხმარებლო ფასები მიმდინარე წლის ივლისში საშუალოდ 3,8 -ით აღემატება ერთი წლის წინანდელ მონაცემებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system