თავში

FAO-ს ფასების ინდექსი 9 თვეა იზრდება

FAO-ს ფასების ინდექსი 9 თვეა იზრდება
FAO-ს ფასების ინდექსი 9 თვეა იზრდება

გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის FAO-ს ფასების ინდექსი თებერვალში, იანვართან შედარებით, 2,8 პუნქტით ანუ 2,4 პროცენტით გაიზარდა 116,0  ქულა შეადგინა. ინდექსი ზედიზედ მეცხრე თვეა იზრდება და ყველაზე მაღალი დონის მაჩვენებელს მიოაღწია 2014 წლის ივლისიდან. თებერვალში ყველაზე მეტად გაზრდილია საერთაშორისო ფასები შაქარსა და ზეთზე, ხოლო მარცვლეულის, რძისა და ხორცის ინდექსები შედარებით მცირედითაა გაზრდილი.

FAO-ს ფასების ინდექსი სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს.

FAO– ს მარცვლეულის ფასების ინდექსი თებერვალში იანვართან შედარებით 1,5 პუნქტით (1,2 პროცენტით) გაიზარდა.გაიზარდა სიმინდის საერთაშორისო ფასები, თუმცა მხოლოდ 0.9 პროცენტით წინა თვესთან შედარებით. სიმინდის ექსპორტის ფასები თებერვალში 45.5 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. ხორბლის ექსპორტის ფასები თითქმის სტაბილური დარჩა თებერვალში, მაგრამ 19,8 პროცენტით მეტია გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით. ბრინჯის საერთაშორისო ფასებმა კიდევ უფრო მოიმატა, რაც გამოწვეულია დაბალი ხარისხის ბრინჯზე მოთხოვნილებით.

FAO- ს მცენარეული ზეთის ფასების ინდექსი თებერვალში იანვართან შედარებით, 6,2 პროცენტით გაიზარდა, რაც 2012 წლის აპრილიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გაძვირებულია პალმის, სოიოს და მზესუმზირის ზეთები. პალმის ზეთის საერთაშორისო ფასები შეუქცევადად ზედიზედ ცხრა თის განმავლობაში იზრდებოდა.

FAO- ს რძის პროდუქტების ფასების ინდექსში თებერვალში იანვრის მაჩვენებელთან შედარებით 1,9 პუნქტით, ანუ 1,7 პროცენტითაა მომატებული. ის  ზედიზედ მეცხრე თვეა იზრდება და თებერვალში 40 თვის მაქსიმუმზე დაფიქსირდა. თებერვალში გაიზარდა კარაქზე ფასების საერთაშორისო ინდექსებიც და ასევე უცხიმო რძის ფხვნილის ფასებიც.

FAO– ს ხორცის ფასების ინდექსი თებერვალში, იანვართან შედარებით, 0,6 პუნქტით (0,6 პროცენტით გაიზარდა.

6 პუნქტით 6,4 პროცენტითაა მომატებული FAO– ს შაქრის ფასების ინდექსი თებერვალში იანვართან შედარებით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system