თავში

FAO-ს ინდექსი 7-წლიან მაქსიმუმზეა

FAO-ს ინდექსი 7-წლიან მაქსიმუმზეა
FAO-ს ინდექსი 7-წლიან მაქსიმუმზეა

გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის FAO -ს ინდექსი 7-წლიან მაქსიმუმზეა, მარტში მაჩვენებელმა 118.5 ქულა შეადგინა, რაც 2014 წლის შემდეგ, ფასების ინდექსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. თებერვალთან შედარებით ინდექსის ქულა 2.1%-ით აღემატება.

მარტში მცენარეულ ზეთზე ფასები 8%-ით გაიზარდა. 3.9%-ითაა გაზრდილი რძისა და რძის პროდუქტების ფასების ინდექსი. თებერვალთან შედარებით, 2.3%-ითაა გაზრდილი ხორცის ფასების ინდექსი. მარცვლეულზე ფასები 1.8%-ით ხოლო, შაქარზე ფასები 4.0%-ით შემცირდა.

FAO-ს ფასების ინდექსი სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system