თავში

ფერმერები სიმინდის კარგ მოსავალს ელოდებიან

ფერმერები სიმინდის კარგ მოსავალს ელოდებიან
ფერმერები სიმინდის კარგ მოსავალს ელოდებიან

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, აბაშის მუნიციპალიტეტში, ანჯელის მასივში, სიმინდის საყანე ფართობები დაათვალიერა.

მისი თქმით, წელს აბაშაში 20/30 პროცენტით მეტი სიმინდია დათესილი.

როგორც გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, სახელმწიფოს მიერ მავნებლის საწინააღმდეგოდ გატარებული თანმიმდევრული და კომპლექსური ღონისძიებების შედეგად,წელს ფერმერებს მაღალი ხარისხის მოსავალი აქვთ, რაც შესაბამისად აისახება მათ შემოსავლებზე.

სურსათის ეროვნული სააგენტო ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. ს

იმინდის საყანე ფართობები ცივი შესხურების ტექნოლოგიითა და მსოფლიო ექსპერტების მიერ რეკომენდებული პრეპარატებით მუშავდება. 

წამლობა უსაფრთხოების წესების მაქსიმალური დაცვით მიმდინარეობს. ტყისპირა პერიმეტრებზე მონტაჟდება „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები. 

დღეისათვის, სამეგრელოს რეგიონში ცივი შესხურებით დამუშავებულია 25 000-მდე ჰექტარი ფართობი, დამონტაჟებულია 7000 „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system