თავში

ფინანსთა მინისტრი: დანდობა არ იქნება

ფინანსთა მინისტრი: დანდობა არ იქნება
ფინანსთა მინისტრი: დანდობა არ იქნება

ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანისთვის უცნობია კონკრეტული გვარები და სახელები იმ პირებისა, ვისი გამოკითხვაც ყალბი დღგ-ების საქმეზე მიმდინარეობს. ასე უპასუხა მინისტრმა კითხვას, არის თუ არა ეს საქმე კავშირში ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან და იგეგმება თუ არა მისი გამოკითხვა ამ საქმეზე.

"ერთი რამე მინდა გითხრათ სრული პასუხისმგებლობით, არცერთ ადამიანზე, ვინც არ უნდა იყოს და რა რანგიც უნდა ჰქონდეს, ხელის დაფარება არ მოხდება. ამ გამოძიებაში ჩართულია ყველა საგამოძიებო უწყება, ეს თემა აყვანილია უმაღლეს პოლიტკურ დონეზე. ასე, რომ ვინც კი გამოვლინდება, არანაირი დანდობა არ იქნება. გამოძიების დეტალებს ვერ გეტყვით, წარმოდგენა არ მაქვს კონკრეტულ გვარებსა და სახელებზე”,- აღნიშნა ვანო მაჭავარიანმა.

100 მილიონის დღგ-ს ანგარიშფაქტურის გაყალბებისთვის რამდენიმე ათეული პირი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სასამხურმა დაადგინა, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის მიღებისა და არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებულებს საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში, რეგისტრირებული ჰქონდათ კომპანიები, რომელთა სახელითაც ახორციელებდნენ უსაქონლო ოპერაციებს, რა დროსაც ისინი აყალბებდნენ დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურებს. ასევე, საგადასახადო დეკლარაციებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, იქმნიდნენ ყალბ აქტივს დამატებული ღირებულების გადასახადში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system