თავში

ფინანსთა მინისტრი ინფლაციის შემცირებას ელოდება

ფინანსთა მინისტრი ინფლაციის შემცირებას ელოდება
ფინანსთა მინისტრი ინფლაციის შემცირებას ელოდება

"მოლოდინი გვაქვს, რომ მომდევნო თვეებში, წლის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი აჩვენებს შემცირების ტრენდს," - ამის შესახებ დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. მისი განმარტებით, ინფლაციის თარგეთირება, მიზნობრივ ნიშნულთან დაახლოება არის ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ამოცანაა.

"ამ მიმართულებით საკმაოდ აქტიურად გადადგამს ეროვნული ბანკი ნაბიჯებს, რაც აუცილებლად აისახება ფასების დონეზეც. მოლოდინი გვაქვს, რომ მომდევნო თვეებში, წლის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი აჩვენებს შემცირების ტრენდს,"- განცხადა ხუციშვილმა.

2021 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.2 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას , აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.93 პროცენტი შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი კი 6.87 პროცენტით განისაზღვრა.

საბაზო ინფლაციის გაანგარიშება ხდება სამომხმარებლო კალათიდან შემდეგი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების გამორიცხვით: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები; ენერგომატარებლები; ადმინისტრირებადი ტარიფები; ტრანსპორტი (ცალკეული ტარიფები).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system