თავში

ფინანსთა სამინისტრომ სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებები დაიწყო

ფინანსთა სამინისტრომ სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებები დაიწყო
ფინანსთა სამინისტრომ სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებები დაიწყო

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, ჯეიმს ჯონისა და მისიის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 

უწყების ცნობით, მხარეებმა მიმოიხილეს მიმდინარე პერიოდში ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, ასევე, 2022 წლის ძირითადი ფისკალური და მაკროეკონომიკური პარამეტრები.

მთავარი ყურადღება გამახვილდა ფონდთან დაგეგმილი ახალი სამწლიანი პროგრამის ძირითად მიმართულებებზე. საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები საშუალოვადიან პერიოდში, სტრუქტურული რეფორმების დღის წესრიგი, რომელთა შორისაა: სახელმწიფო საწარმოების, კაპიტალის ბაზრის რეფორმები, ასევე, საგადასახადო ადმინისტრირების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები და სხვა.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები და სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი.

მისია 6 დეკემბრამდე იმუშავებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system