თავში

ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზაზე 13,4 მილიონი ლარი დაიხარჯა

ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზაზე 13,4 მილიონი ლარი დაიხარჯა
ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზაზე 13,4 მილიონი ლარი დაიხარჯა

ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზაზე 13 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია სრულდება. ამ დროისათვის ძირითადი სამუშაოები ბოლო ეტაპზეა და საგზაო ნიშნების მოწყობა მიმდინარეობს.

ამჟამად აღიშნულ მონაკვეთზე 1 ხიდის რეაბილიტაცია და 2 ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს.

ამის შესახებ report.ge-ს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 13,4 მილიონი ლარით დაფინანსდა. 

რეაბილიტირებული მონაკვეთი, ქვემო ქართლის რეგიონში, მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. 

არსებული გზა დაზიანებული იყო და საჭიროებდა სრულ რეაბილიტაციას. პროექტის შესაბამისად, გაუმჯობესდა გზის ტექნიკური პარამეტრები, რეაბილიტირდა ხელოვნური ნაგებობები, მოეწყო საგზაო სამოსი და გზის თანამედროვე აღჭურვილობა მოძრაობის უსაფრთხოებისათვის. გზის რეაბილიტაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის რაციონალურ გამოყენებას.

"ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზა, ბოლნისის გავლით უმოკლესი მარშრუტით აკავშირებს ამ რეგიონს სომხეთის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონთან, შესაბამისად ამ გზის გამართულად ფუნქციონირებას შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს," - განმარტავს სააგენტო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system