თავში

Forbes ამერიკის მომავალი ტოპ-CEO-ების სიას აქვეყნებს

Forbes ამერიკის მომავალი ტოპ-CEO-ების სიას აქვეყნებს
Forbes ამერიკის მომავალი ტოპ-CEO-ების სიას აქვეყნებს

Forbes-ი გენერალური დირექტორების (CEO) მომავალი თაობის სიას აქვეყნებს. ამ ადამიანებიდან კომპანიის ტოპ-პოზიციაზე ჯერ არც ერთი არ მუშაობს, თუმცა, Forbes-ის რედაქციისა და შესაბამისი ექსპერტების აზრით, მათ აშშ-ის წამყვანი კომპანიების სათავეებში ძალიან მალე ვიხილავთ.

საინტერესოა, რომ მომავალ CEO-თა 50 ადამიანისგან შემდგარ სიაში ნახევარზე მეტი – 29 ადამიანი – ქალია.

სიაში სხვა მრავალ წარმატებულ და დიდი პოტენციალის მქონე ადამიანს შორის შევხვდებით: Pfizer-ის ვაქცინის განყოფილების უფროსს, ანგელა ჰუანგს, რომელიც კომპანიაში სიმსივნესა და სხვადასხვა ინფექციური დაავადების სამკურნალო საშუალებებზე მომუშავე ჯგუფებსაც ხელმძღვანელობს. 2020 წელს ჰუანგის 26,000-კაციანი გუნდის გაყიდვებმა $42 მილიარდი შეადგინა;

ეშლი მაკევოის, რომელიც ამჟამად Johnson & Johnson-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტია;

ბოზომა სენტ ჯონს, რომელიც ბოლო ორი ათწლეულია, წამყვანი კომპანიების ბრენდების განვითარებაზე ზრუნავს. ამჟამად ის Netflix-ში, კომპანიის ბრენდის Disney-ის, Apple-ისა and Amazon-ის მსგავსი ძლიერი კონკურენტებისგან გამორჩევაზე მუშაობს. აქამდე ის მსგავს პოზიციებს იკავებდა Uber-ში, Apple-სა და PepsiCo-ში;

ადამ მოსერის, რომელიც Facebook-ის Instagram-ის განყოფილებას ხელმძღვანელობს. ამ პოზიციაზე დაწინაურებამდე მოსერი Facebook-ის News Feed-ის განვითარებაზე მუშაობდა და ასევე იყო Facebook-ის მობილური აპლიკაციის დირექტორი.

სრული სია შეგიძლიათ იხილოთ აქ. აღსანიშნავია, რომ 50 წევრისაგან შემდგარი სია არ არის რანჟირებული და, შესაბამისად, კანდიდატთა რიგითობას მნიშვნელობა არა აქვს.

წყარო: Forbes.ge

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system