თავში

ფოთის ხიდის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

ფოთის ხიდის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა
ფოთის ხიდის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ქალაქ ფოთში მდინარე რიონზე გადასასვლელი საავტომობილო ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი უკვე გამოცხადდა.

მდინარე რიონზე აშენდება ახალი, 8 მალიანი, 436 მეტრის სიგრძის საავტომობილო ხიდი. ხიდთან ერთად აშენდება მისასვლელი გზებიც და ხიდისა და მისასვლელი გზების სიგრძე ჯამში 2 კმ-მდე იქნება.

მათივე განმარტებით, ამჟამად არსებული გზა ჰიდროკვანძზე გადის, რომლის ტექნიკური პარამეტრები ვერ უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტის შეუფერხებელ და უსაფრთხო გადაადგილებას. ახალი ხიდის მშენებლობით მოგვარდება არსებული პრობლემები და ფოთის მიმართულებით, მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე, შესაძლებელი გახდება უსაფრთხო მგზავრობა და შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლა.

ახალი ხიდის მშენებლობა სამუშაოების დაწყებიდან 2 წელიწადში დასრულდება.

ფოთის ხიდი E60-E70 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია. ავტომაგისტრალი უმოკლესი დამაკავშირებელი გზაა ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის, რომელიც მისი მდებარეობის გათვალისწინებით მნიშვნელოვანი სატრანსპორტო რგოლია შავ ზღვას, კასპიის ზღვასა და ცენტრალურ აზიას შორის.

ფოთის ხიდის მშენებლობით დაინტერესებული კომპანიებისთვისსატენდერო წინანდადებების წარდგენის ვადა 2021 წლის 6 ივლისის 16:00 სთ-მდე აქვთ განსაზღვრული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system