თავში

ფოთის ნავსადგურის პროექტში მთავრობა იურისტებს 1.2 მილიონ დოლარს უხდის

ფოთის ნავსადგურის პროექტში მთავრობა იურისტებს 1.2 მილიონ დოლარს უხდის
ფოთის ნავსადგურის პროექტში მთავრობა იურისტებს 1.2 მილიონ დოლარს უხდის

ფოთის ახალი ტერმინალის მშენებლობის პროექტში მთავრობის ინტერესების დაცვას Hogan Lovells-ი გააგრძელებს. მთავრობამ ამ იურიდიულ კომპანიას ხელშეკრულება გაუხანგრძლივა. ეკონომიკის სამინისტრომ Hogan Lovells-ი ივნისის ბოლოს დაიქირავა და კორონავირუსის პანდემიის გამო მომსახურების შესყიდვის ვადა 2021 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდება. იურიდიულ მომსახურებაში საქართველოს მთავრობა კომპანიას 1.2 მილიონ დოლარს უხდის. სანაცვლოდ, კომპანიამ უნდა მოამზადოს ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფართოების, Term Sheet-ის პროექტი, საინვესტიციო ხელშეკრულების პროექტის და მთავრობა სუნდა დაეხმაროს ინვესტორთან/ოპერატორთან მოლაპარაკებებში.

კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის ცნობით, პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სავარაუდო ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 350 მლნ დოლარია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system