თავში

ფოთის პორტის მოდერნიზებისთვის 85 მილიონი დოლარი დაიხარჯა

ფოთის პორტის მოდერნიზებისთვის 85 მილიონი დოლარი დაიხარჯა
ფოთის პორტის მოდერნიზებისთვის 85 მილიონი დოლარი დაიხარჯა

„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ 10 წლისაა. კომპანიის ინფორმაციით, გასული ათი წლის განმავლობაში, ფოთის საზღვაო ნავსადგურის თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებისა და მოდერნიზაციის კუთხით 85 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. თანხა მოხმარდა მოძველებული საპორტო ინფრასტრუქტურისა და ტექნიკის, სანავსადგურე ფლოტის, საბაჟო ცენტრისა და სარკინიგზო და საავტომობილო გზების განახლებას. კომპანიის ცნობით, პორტის  ოპერაციების უსაფრთხოება, ეფექტურობა და მოცულობა გაიზარდა. "ეიპიემ ტერმინალს ფოთის” ცნობით, დღესდღეობით, ნავსადგური გლობალური საოპერაციო და უსაფრთხოების საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად ოპერირებს. 

„მაერსკის გლობალური სტრატეგიის კვალდაკვალ, „ეიპიემ ტერმინალს ფოთს“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის გრძელვადიანი ხედვა აქვს. რისი ბოლოდროინდელი ნათელი მაგალითიცაა ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტი. აღნიშნული წამოწყება უმნიშვნელოვანესია დაგეგმილი ლოგისტიკური დერეფნის განვითარებისთვის, რაც გააძლიერებს საქართველოს როლს შუა აზიასა და ევროპას შორის სავაჭრო ურთიერთობებში და მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს ჩვენი ქვეყნის და სრულიად რეგიონის ეკონომიკებს. ახლახანს გამოცხადებული მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის მასშტაბური პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ფოთში მცირე მეწარმეობის გამოცოცხლებას. ეს წარმოადგენს თვალსაჩინო მაგალითს „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ სისტემური მიდგომის, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა სოციალური პროექტითა თუ ინიციატივით ადგილობრივი საზოგადოების გაძლიერებასა და მხარდაჭერას ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა ხარისხიანი განათლება, სოციალური დაცულობა თუ მდგრადი განვითარება”,- აცხადებენ "ეიპიემ ტერმინალს ფოთში".

“ეიპიემ ტერმინალსი“, “ეი.პი. მოლერ–მაერსკის“ ჯგუფის წევრი გლობალური კომპანიაა, რომელიც მსოფლიოში წარმოდგენილია 58 ქვეყანაში, 75 მოქმედი პორტისა და ტერმინალის ქსელით. ის საქართველოში ფოთის საზღვაო ნავსადგურის ოპერირებას 2011 წლის მაისიდან შეუდგა. კომპანიამ 2011 წლის აპრილში შეისყიდა საქართველოში ყველაზე დიდი ნავსადგური - „ფოთის საზღვაო ნავსადგური“ რომელსაც მრავალმიზნობრივი დანიშნულება აქვს. ნავსადგურში 15 ნავმისადგომია, სადაც ხდება ყველანაირი სატვირთო მომსახურების, მათ შორის, რო-რო სერვისის განხორციელება. ნავმისადგომების მთლიანი სიგრძე შეადგენს 2,900 მეტრს, სადაც 20-ზე მეტი სანავსადგურე ამწეა განლაგებული. 

"ვცდილობთ ფოთის პორტი იყოს ყველაზე პროდუქტიული და უსაფრთხო ნავსადგური ქვეყანაში და შეენარჩუნებინა მისი, როგორც ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში მნიშვნელოვანი კარიბჭის, პოზიცია," - აცახდებს “ეიპიემ ტერმინალსი“.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system