თავში

ფოთის პორტმა ამერიკული ხორბლითა და სოიოთი დატვირთული გემი მიიღო

ფოთის პორტმა ამერიკული ხორბლითა და სოიოთი დატვირთული გემი მიიღო
ფოთის პორტმა ამერიკული ხორბლითა და სოიოთი დატვირთული გემი მიიღო

აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) პროგრამის „საკვები პროგრესისთვის“ ფარგლებში, ფოთის პორტში, 13 000 ტონა მაღალი ხარისხის ამერიკული ხორბლით და 4 000 ტონა სოიოს შროტით (მეცხოველეობასა და მეფრინველეობაში გამოყენებადი საკვები) დატვირთული გემი შემოვიდა. 

ამის შესახებ report.ge-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი ხორბლის შემოტანის პროცესს ადგილზე გაეცნო.

ამერიკული ხორბალი ხელმისაწვდომი იქნება კერძო სექტორისთვის ქართულ ბაზარზე გასაყიდად. გაყიდვებიდან შემოსული თანხა სოფლის მეურნეობის, მათ შორის მეცხოველეობის, განვითარების პროგრამაში ჩაიდება.

„აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის პროგრამა არამარტო ხელს უწყობს გაუმჯობესდეს ქვეყანაში საკვების უსაფრთხოება, ხარისხი რძის პროდუქტებისა და საქონლის ხორცის წარმოებაში, არამედ ეხმარება კომპანიებს გაძლიერებასა და განვითარებაში. მადლობას ვუხდი ამერიკის მთავრობას დარგის განვითარებაში მხარდაჭერისთვის. იმედი გვაქვს, მსგავსი ტიპის პროგრამები მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system