თავში

ფრანგული ჟურნალი ქართული ტურიზმის შესახებ წერს

ფრანგული ჟურნალი ქართული ტურიზმის შესახებ წერს
ფრანგული ჟურნალი ქართული ტურიზმის შესახებ წერს

საფრანგეთის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ჟურნალმა ლე ფიგარომ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ 10 გვერდიანი სტატია გამოაქვეყნა. ჟურნალში თბილისი, ქართული სამზარეულო და მეღვინეობა არის აღწერილი. 

ჟურნალისტი, რომლისთვისაც პრეს-ტური ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამართა, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც შეხვდა. მათ საქართველოში ქალის როლზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 

ამ ქვეყანაში ღვინის დამზადების ტრადიციულ მეთოდს იყენებენ. საქართველომ, თავისი ნაყოფიერი და ღვთის მიერ დალოცვილი ნიადაგის წყალობით, ღვინის წარმოება რვა ათასი წლის წინ დაიწყო“,- წერს "ლე ფიგაროს" ჟურნალისტი.

ღვინო და ქართული სამზარეულო სულ უფრო მეტ ფრანგს იზიდავს“,- აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი.

"მართლაც რა მოხდება თუ ამ პატრიარქალური და ტრადიციებით გაჟღენთილი ქვეყნის განახლება ქალების ხელით მოხდება?

ამ ქვეყანაში ყველა ქალბატონში თამარ მეფის სისხლი ჩქეფს, რომელმაც მე-12-ე საუკუნეში სამეფო „ოქროს ხანად“ წოდებულ ეპოქამდე მიიყვანა.

ეს ფიქრები ჩვენ თან გვდევს, როცა ქალაქის ირგვლივ არსებულ, კლდის ყვავილებით მოფენილ სიმაღლეებზე ავდივართ. „ქართლის დედის“ ქანდაკებასთან ჩურჩულით წარმოვთქვამთ -„თბილისი“. ეს სახელი ნიშნავს „თბილს“ თბილი წყლების მსგავსად. ასე, რომ აქ და ახლა, გული სითბოთი ივსება“,- აღნიშნულია სტატიაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system