თავში

ფრენებზე შეზღუდვა 31 აგვისტოს ჩათვლით გახანგრძლივდა

ფრენებზე შეზღუდვა 31 აგვისტოს ჩათვლით გახანგრძლივდა
ფრენებზე შეზღუდვა 31 აგვისტოს ჩათვლით გახანგრძლივდა

საქართველოში საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა 31 აგვისტოს ჩათვლით გახანგრძლივდა, გამონაკლისია მიუნხენი, პარიზი და რიგა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და შემდეგ აეროპორტებს შორის: მიუნხენი, პარიზი, რიგა.

მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2 აგვისტოდან განახლდება; ხოლო პარიზი-თბილისი-პარიზის საჰაერო ხაზზე – 8 აგვისტოდან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system