თავში

ფულადი გზავნილების მოცულობა გაზრდილია

ფულადი გზავნილების მოცულობა გაზრდილია
ფულადი გზავნილების მოცულობა გაზრდილია

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 137.3 მლნ აშშ დოლარი (391.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 9.5%-ით (11.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.0% იმ 17 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ თებერვალში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 17 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების 92.9% მოდიოდა.

2020 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 21.7 მლნ აშშ დოლარი (61.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის თებერვლის (17.7 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 22.4%-ით მეტია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system