თავში

ფულადი შემოდინებები ზრდის ტემპს ინარჩუნებს

ფულადი შემოდინებები ზრდის ტემპს ინარჩუნებს
ფულადი შემოდინებები ზრდის ტემპს ინარჩუნებს

თებერვლის მეორე კვირაში ფულადი შემოდინებები ზრდის მყარ ტემპს ინარჩუნებს. ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ეკონომიკის აღდგენის მიმოხილვაში.

თიბისის არხებით განხორციელებული ფულადი შემოდინებების ზრდა, წინა კვირასთან შედარებით, მცირედით შემცირდა და 8-14 იანვრის პერიოდში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ზრდა წლიურ ჭრილში 16%-ზე დაფიქსირდა.

აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან შემოდინებებმა ზრდის ყველაზე მაღალი ზრდა აჩვენა. 2021 წლის 1-7 თებერვლის მონაკვეთში აზერბაიჯანიდან საქართველოში გადმორიცხული თანხა წლიურ ჭრილში გაზრდილია 99%-ით, ხოლო 8-14 თებერვალს 130%-ით.

გზავნილები შუა აზიიდან, ისევე როგორც - რუსეთიდან, ზრდის უარყოფით ნიშნულზეა.

გზავნილების ზრდა ევროკავშირიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან ბოლო სამი კვირის განმავლობაში დადებით დინამიკას ინარჩუნებს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system