თავში

ფუტკრის ოჯახის გამრავლების ახალი მეთოდი

ფუტკრის ოჯახის გამრავლების ახალი მეთოდი
ფუტკრის ოჯახის გამრავლების ახალი მეთოდი

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი მეფუტკრეებს ურჩევს, ფუტკრის ოჯახის გამრავლება ოჯახების შუაზე გაყოფა - დაფრენით დედის მოძებნის გარეშე.

სამეცნიერო ცენტრის განმარტებით, ამ მეთოდით ფუტკრის ოჯახის გაყოფის უპირატესობა ის არის, რომ საკვები, ბარტყი, ოჯახი და მოღალე ფუტკარი შედარებით თანაბრად ნაწილდება, რაც აადვილებს ახლად შექმნილი ოჯახების მოვლასა და დაცვას. თუმცა, ეს მეთოდი უფრო შრომატევადია.

"დაფრენით ოჯახების გაყოფის დროს უნდა ავიღოთ ძირეული ოჯახის ფორმისა და ფერის სკა, რომელსაც ვდგამთ ძირითადი ოჯახის გვერდით და მასში ძირითადი ოჯახიდან გადმოგვაქვს ნახევარი რაოდენობის ჩარჩოები ზედ მსხდომი ფუტკრით, ბარტყითა და საკვებით. ამის შემდეგ ორივე სკას ისე ვალაგებთ, რომ ძირითადი სკის საფრენიდან თანაბრად იყვნენ დაშორებული. რამდენიმე წუთში ვუბრუნდებით გაყოფილ ოჯახს და ვაკვირდებით მფრინავი ფუტკრის განაწილებას. თუ მოღალე ფუტკრის განაწილება არათანაბარია, სკების რამდენიმე სანტიმეტრით გაწევით ვცდილობთ მათ თანაბრად განაწილებას. ამ პროცედურის ჩატარება შეიძლება კიდევ მოგვიწიოს 15-20 წუთის შემდეგ," - განმარტავენ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრში.

სამეცნიერო ცენტრის სპეციალისტების განმარტებით, ამ დროს დედა ფუტკრის ძებნა საჭირო არაა, რაც ძლიერ ამარტივებს გაყოფის პროცესს. 

"უდედო გამონაყოფს მეორე-მესამე დღეს ვადგენთ ჩამოშენებული სადედეების მიხედვით. ამ განაყოფს ვაძლევთ მწიფე სადედეს ან განაყოფიერებულ დედა ფუტკარს გალიით, ან ვაცდით, რომ თვითონ გამოიყვანოს დედა ფუტკარი. თუ ფუტკრის ოჯახი ორ კორპუსშია განთავსებული და ბარტყი ორივეში გვყავს, შეგვიძლია ზედა კორპუსი პირდაპირ ახალ ფსკერზე გადავდგათ და მეორეს ახალი საფარტილო და თავსახური დავახუროთ. ასეთი გამარტივებული მეთოდით ძირითადად მრავალკორპუსიანი სკების დაყოფაა შესაძლებელი," - განმარტავენ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system