თავში

გაჩერებული ბიზნესების ნახევარზე მეტი ვერ ამუშავდა

გაჩერებული ბიზნესების ნახევარზე მეტი ვერ ამუშავდა
გაჩერებული ბიზნესების ნახევარზე მეტი ვერ ამუშავდა

შეზღუდვების მოხსნის პირველივე ეტაპი ბიზნესისთვის მძიმე აღმოჩნდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ბიზნეს ობიექტების მინიმუმ 50% ბაზარზე ვერ დაბრუნდა. ამის შესახებ რესტორატორთა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი შოთა ბურჯანაძე საუბრობს და აცხადებს, რომ ყველაფერი ასე გაგრძელდება, ბაზარს მხოლოდ რესტორნების 2%-ი შერჩება. 

,,ეპიდემიამდე ქართულ ბაზარზე 10 000-მდე ობიექტი იყო წარმოდგენილი  - რესტორნები, კაფე-ბარები, საკონდიტროები და ა.შ. შეზღუდვების დაწესებიდანვე ვაცხადებდით, რომ ხელისუფლების მხრიდან არასწორი ნაბიჯების გადადგმა სერიოზულ პრობლემას გამოიწვევდა და  50% ბაზარს დატოვებდა. სამწუხაროდ, ჩვენი პროგნოზი გამართლდა. დღეს საკმაოდ მძიმე მოცემულობაა, შეიძლება ითქვას, რომ რესტორნების 50% უბრალოდ აღარ არსებობს. ვინც დარჩა მათაც კი, ძირითადად ქსელურ რესტორნებს მოუწიათ ფილიალების შემცირება და ამ ეტაპზე მათგან მხოლოდ 40% აგრძელებს მუშაობს. 10 000-დან 700-მდე შემცირდა დელივერის (მიტანის) სერვისით დასაქმებული რესტორნების რიცხვიც. ტენდენცია თუ გაგრძელდება, ბაზარს მხოლოდ რესტორნების 2% შერჩება“- აცხადებს report.ge-თან ბურჯანაძე.

მძიმე სიტუაციაშია ფაქტობრივად ყველა ბიზნესი, რომელიც შეზღუდვების განმავლობაში დაკეტილი იყო და მხოლოდ ახლა მოახერხეს გახსნა. ამ მხრივ განსაკუთრებით გასართებ ცენტრებს და კერძო ბაღებს უჭირთ. საგანმანათლებლო (კერძო საბავშვო-ბაღების) ასოციაცია “ნათის” აღმასრულებელი დირექტორი გიგი სისვაძე ამბობს, რომ თითქმის 1-წლიანი დახურვის შემდეგ, კერძო ბაღების 50%-მა ბაზარზე დაბრუნება ვერ მოახერხა.

 ,,პანდემიის გამო კერძო ბაგა-ბაღები ძალიან დაზარალდნენ. მათი ნახევარი ბაზარს ვერ დაუბრუნდა. ამ რეგულაციებით მუშაობა მარტივი არ არის, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ვისაც იჯარით ჰქონდა ობიექტი აღებული, ვერ შეძლეს ამდენხანს ქირის გადახდა ან კიდევ ახალი ფართების მოძიება. ვცდილობს, სტანდარტის შესაბამისობაში გავაგრძელოთ საქმიანობა, რასაც რეგულაცია ითხოვს. მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკებით, ვამუშავებთ გაიდლაინს, რათა ნებისმიერ პირობებში შევძლოთ ფუნქციონირება და დავამტკიცებინოთ ეკონომიკის სამინისტროს კერძო ბაღებთან დაკავშირებით. სახელმწიფო ბაღებისგან განსხვავებული სტრუქტურა ვართ, ამიტომ გვაწყობს ისეთი წესების შემუშავება, რომლითაც შევძლებთ ნებისმიერ ეპიდ სუტუაციაში გავაგრძელოთ მუშაობა“ - ამბობს გიგა სვანიძე.

ცნობისთვის, 15 მარტიდან საქართველოში გარკვეული შეზღუდვები მოიხსნა. გაიხსნა სპორტული დარბაზები, განსაზღვრული რეგულაციების დაცვით; აღდგა სასწავლო პროცესის აუდიტორიებში და განახლდა სასკოლო წრეები. 

ბავშვთა გასართობი ცენტრების ასოციაციამმთავრობასთან შეთანხმებას მიაღწია და უკვე დღეიდან მუშაობის ნაწილობრივ განახლებას შეძლებენ. პირველ ეტაპზე კომპანიები მომხმარებლებს მხოლოდ სარესტორნო სერვისს შესთავაზებენ, სრულად მუშაობის აღდგენა კი 2 კვირის ინტერვალში მოხდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system