თავში

გადაუვადებს თუ არა სასტუმროებს შუქის გადასახადს "თელასი"

გადაუვადებს თუ არა სასტუმროებს შუქის გადასახადს "თელასი"
გადაუვადებს თუ არა სასტუმროებს შუქის გადასახადს თელასი

ენერგოკომპანიებს გადასახადების გადავადების თხოვნით სასტუმროების წარმომადგნელება მიმართეს, თუმცა უარი მიიღეს. ამის შესახებ ღნიშნულია წინა კვირას სასტუმროს მენეჯერების მიერ ეკონომიკის მინისტრისთვის გაგზავნილ წერილში.

"თელასში" აცხადებენ, ენერომპანიას თავისი ვალდებულებები აქვს და გამონაკლისს მხოლოდ სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებზე დაუშვებს, რომელშიც სასტუმროები არ შედის.

"თუ რაიმე განსაკუთრებული მითითება იქნება მთავრობის მხრიდან, იმას გავითვალისწინებთ, მაგრამ დენის ფული რომ არ ავკრიფოთ, კომპანიას ხომ თავისი ვალდებულებები აქვს. "თელასში" სასტუმროდან ელექტროენერგიის გადასახადის გადავადების შესახებ მხოლოდ ერთი განაცხადია შემოსული. ჩვენ ჩვეულებრივ ვაგრძელებთ მუშაობას, გამონაკლისები შეეხება პირველადი და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებს, როგორიც არის - საავადმყოფოები, საბავშვო სახლები, პოლიკლინიკები, სკოლები. ამ ჩამონათვალში სასტუმროები ვერ გავა. როგორც ვმუშაობდით, ისე გავაგრძელებთ მუშაობას. გადავადების შესახებ განაცხადის შემოსვლისას კომისია წყვეტს, გადაუვადოს თუ არა, ამა თუ იმ სუბიეტს გადასახადი. შესაბამისად, კომისია გადაწყვეტს გადაუვადდება თუ არა გადასახადი ამ სასტუმროს და რა ვადით", - განმარტავენ ენერგოკომპანიაში.

წყარო:BM.GE

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system