თავში

გაძვირდება თუ არა ელექტროენერგია

გაძვირდება თუ არა ელექტროენერგია
გაძვირდება თუ არა ელექტროენერგია

„რაც არ უნდა გავაკეთოთ, მოსალოდნელია, რომ ელექტროენერგიის ფასი გრძელვადიან პერსპექტივაში გაიზრდება," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა, პარლამენტში, ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა. მისი განმარტებით, საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად მინიმუმ 5%-ით იზრდება, რისი დაკმაყოფილებაც, ნაწილობრივ ძვირადღირებული ელექტროენერგიით ხდება.

"საიდანღაც უნდა მოვიდეს ელექტროენერგია, რომ გაზრდილი მოხმარება დავაკმაყოფილოთ, რაც უფრო ხდება ძვირი ელექტროენერგიით – ეს არის იმპორტი, ან ახალი სადგურები, რომელთა ტარიფიც შედარებით მაღალია. დღეს "ენგურჰესია" ყველაზე იაფი წყარო, რაც გვაქვს და ისიც რაღაც მოცულობაა, მეტი არ გვაქვს. ამიტომ რაც დრო გავა, გვინდა თუ არ გვინდა, რაღაც მომენტში ტარიფი გაიზრდება და ეს მუდმივი პროცესი იქნება, რადგან მოხმარება იზრდება და ამის დაკმაყოფილება უფრო ძვირი წყაროს საშუალებით გვიწევს", – განმარტა თვალაბეიშვილმა.

მისივე თქმით,  "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" ახალი კანონი ფასების ზრდისგან შედარებით მოწყვლადი მომხმარებლების დაცვას ითვალისწინებს.
"იმ ახალი კანონით, ეს გვაძლევს საშუალებას, რომ გამოვყოთ მომხმარებელთა გარკვეული სეგმენტი, რომელთაც შეღავათიანი პირობებით მიეწოდებათ ელექტროენერგია – ეს იქნება მცირე და საშუალო საწარმოები და მოსახლეობა. ისინი ერთ კალათაში იქნებიან და ამას კანონის მიხედვით მთავრობა განსაზღვრავს. რაც შეეხება მრეწველობას, ის მეორე კალათა იქნება. ამოცანა ალბათ იქნება, რომ პირველ კალათაში გაძვირება ნაკლებად მოხდეს, მაგრმ ეს გარკვეულწილად აისახება მეორე კალათაზე. ამ წუთას არ შეგვიძლია ვთქვათ, რაზე იქნება საუბარი. სიმულაციები კეთდება უცხოური კომპანიების დახმარებით", – განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system