თავში

გაძვირდება თუ არა კომუნალური გადასახადები

გაძვირდება თუ არა კომუნალური გადასახადები
გაძვირდება თუ არა კომუნალური გადასახადები

ენერგეტიკოსი გია არაბიძე ვარაუდობს, რომ მომავალი წლიდან კომუნალური გადასახადები გაძვირდება. მისი თქმით, ცვლილება პირველ რიგში, დენის ტარიფს შეეხება, რომლის ზრდა გარდაუვალია, რადგან არსებული ტარიფი სექტორის მდგრადობას საფრთხეს უქმნის. არაბიძის განცხადებით, არსებული ტარიფი ვერც ინვესტიციებს იზიდავს და დამატებით ესეც შექმნის პრობლემას, რის გამოც სემეკს, სავარაუდოდ, გადასახადის გაძვირება მოუწევს.

ენერგეტიკოსი ვარაუდობს, რომ სახელმიფოს სუბსიდირების მექანიზმის გამოყენება მოუწევს, რომ გაჭირვებულ მოსახლეობას სოციალური მდგომარეობა არ დაუმძიმდეს.

,,შეიძლება, ვინმემ თქვას, რომ არჩევნების გამო იკავებს მტავრობა თავს გადასახადების გაძვირებისგან, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. რა შედეგითაც არ უნდა დამთავრებულიყო არჩევნები და რომც საზოგადოების მოწონება დაემსახურებინა, გადასახადების გადახედვა მაინც გახდება საჭირო. ეს აუცილებელია, რადგან დენის ტარიფის საკითხი დიდი პრობლემაა ქვეყნისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ტარიფი არ არის სამართლიანი და ხელს ვერ უწყობს წარმოების განვითარებას, რაც ენერგეტიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.  დღევანდელი ტარიფი, მიუხედავად იმისა, რომ სოციალრი სიტუაცია მძიმეა, ბევრ დაბრკოლებას ქმნის, თუნდაც ინვესტიციებთან მიმართებაში. ამიტომ სემეკმა უნდა განიხილოს, რა არის შესაძლებელი და რა - ვეღარ! ჩემი აზრით, მოსალოდნელია უნდა მოხდეს ტარიფების კორექცია ზრდისკენ, ეს არის ლოგიკაზე დამყარებული ვარაუდი. საშუალოდ 17-18 თეთრი უნდა ავიღოთ გასაყიდი ფასი მოსახლეობაზე, როცა 3-ჯერ უფრო ძვირად ვყიდულობთ დოლარში. ალბათ, იგივე მექანიზმი იქნება გამოყენებული, რაც გაზთან დაკავშირებით, რეგულირება არსებობს და სახელმწიფომაც უნდა მოახდინოს სუბსიდირების საკითხი“, -ამბობს ენერგეტიკოსი.

გია არაბიძის თქმით, მოსალოდნელია ტარიფის ზრდა წყალთან დაკავშირებითაც, რადგან წყლის გამანაწილებელ კომპანიებს ხარჯი გაეზრდებათ და ეს კომპონენტიც ტარიფით იქნება დაბალანსებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system