თავში

როგორ აფასებს ლტოლვილთა მდგომარეობას გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი
როგორ აფასებს ლტოლვილთა მდგომარეობას გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კემლინ ფურლის შევხდა. 

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის კემლინ ფურლის განცხადებით, შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს.

„იმედს ვიტოვებ, რომ ეს იქნება ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველოში დევნილთა, ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო ფორუმზე, რომელიც დეკემბერში გაიმართება, საქართველო მნიშვნელოვან განაცხადს გააკეთებს. საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით დიდი პროგრესი აქვს და იმედი მაქვს, ეს პროგრესი ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა მიმართულებითაც გაგრძელდება“, - განაცხადა კემლინ ფურლიმ. 

როგორც შეხვედრაზე დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსმა ბესარიონ სიმონიშვილმა აღნიშნა, 2020 წელს, 2500-ზე მეტ დევნილ ოჯახს ახალი საცხოვრებელი გადაეცემა. მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფართები კი 2000-2500 ოჯახს დაუკანონდება. ასევე, მომდევნო წელს, უსაფრთხო გარემოში 250-მდე ეკომიგრანტი ოჯახი განსახლდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system