თავში

გაგრძელდება თუ არა ბირთვული შეთანხმება, ტრამპზეა დამკიდებული

გაგრძელდება თუ არა ბირთვული შეთანხმება, ტრამპზეა დამკიდებული
გაგრძელდება თუ არა ბირთვული შეთანხმება, ტრამპზეა დამკიდებული

ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აბას არაკიმ განაცხადა, რომ თეირანი მზადაა ბირთვულ შეთანხმებაზე წამოვა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ევროპა ირანულ ნავთობს 15 მილიარდ დოლარად შეიძენს, ან ამავე ოდენობის სესხს გასცემენ გრძელვადიანი და შეღავათიანი პროცენტით. ამის შესახებ ირანის წარმომადგენლობამ საფრანგეთში გამართულ მოლაპარაკლებაზე განაცხადა. ამის შესახებ "ირანპრესი" იუწყება.

„ჩვენ მიერ შეთანხმების პირობების შესრულება დამოკიდებულია იმაზე, მივიღებთ თუ არა 15 მილიარდ აშშ დოლარს მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს დავარღვიოთ შეთანხმების პირობები ან სრულიად დავტოვოთ ის,” - განაცხადა ირანელმა დიპლომატმა საფრანგეთში მოლაპარაკებების შემდეგ.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ივ ლე დრიანის განმარტებიტ, გაგრძელდება თუ არა ბირთვული შეთანხმებება, ეს მეტწილად დამოკიდებულია აშშ-ის პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე. ამისათვის აშშ-ის ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს კვოტები ევროპულ ქვეყნებში ირანული ნავთობის შესყიდვისთვის.

შეგახსენებთ, 2 სექტემბერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა აბას მუსავმა განაცხადა, რომ თეირანი მზად არის მესამე ნაბიჯი გადადგას ბირთვული შეთანხმებების შეწყვეტის მიზნით.

„ეს გაფრთხილება უფრო სერიოზულია, ვიდრე პირველი ან მეორე. ეს ხელს შეუწყობს ირანის ისლამური რესპუბლიკის უფლებებსა და შეთანხმებებით ჩვენს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს შორის ბალანსის შენარჩუნებას.” - დასძინა მუსავიმ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system