თავში

გახარია: ქვეყანაში უარყოფითი ეკონომიკური ზრდა მინიმუმზეა

გახარია: ქვეყანაში უარყოფითი ეკონომიკური ზრდა მინიმუმზეა
გახარია: ქვეყანაში უარყოფითი ეკონომიკური ზრდა მინიმუმზეა

"ჩვენს მოქალაქეებთან ბიზნესთან და მთავრობასთან ერთად კოორდინირებული მუშაობით მოვახერხეთ ის, რომ სექტემბერში უარყოფითი ეკონომიკური ზრდა მინიმუმამდეა დასული," - ამის შესახებ დღეს პრემიერ-მინიტრმა გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გახარიამ მოიშველია საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების გაუმჯობესებული ეკონომიკური პროგნოზები.

პრემიერის თქმით, საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, საქართველოს აქვს ყველაზე რეალური შანსი, ეკონომიკური აღდგენის ეტაპზე რეგიონში იყოს ლიდერი.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს წარმატება შევინარჩუნოთ ერთდროულად“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ქვეყანაში სისტემური საყოველთაო "ლოკდაუნი" არ იგეგმება. მთავრობის მეთაურის თქმით, პანდემიის მართვისთვის შესაძლებელია გამოყენებული იყოს ლოკალური წერტილოვანი შეზღუდვები.

„ჩვენს ნებისმიერ გამარჯვებას ეპიდემიასთან ბრძოლაში, აქვს აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მინიმალურ ზიანს მივაყენებთ ეკონომიკას. გადაივლის ვირუსი, დავამარცხებთ ეპიდემიას და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის აღდგენა გახდება ნომერი პირველი პრიორიტეტი. ძალიან კარგად მახსოვს, ზოგიერთი როგორ სპეკულირებდა პირველი ტალღის დროს ტესტირებების რაოდენობაზე, სწრაფ ტესტებზე და ა.შ. დრომ ყველაფერი აჩვენა. ზუსტად ასე იქნება მეორე ტალღის დროსაც. მსოფლიოში, გლობალურად, მეორე ტალღის ეფექტურობა შეფასებული იქნება რამდენიმე კრიტერიუმით და ეკონომიკური რესურსის შენარჩუნება და ეკონომიკის შენარჩუნება იქნება ერთ-ერთი ასეთი კრიტერიუმი“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, საქართველოში სექტემბრის ეკონომიკური ზრდის ვარდნა შენელდა და 0.7%-ს გაუტოლდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system