თავში

განათლების სექტორის შედეგები საკმაოდ არადამაკმაყოფილებელია - IDFI

განათლების სექტორის შედეგები საკმაოდ არადამაკმაყოფილებელია - IDFI
განათლების სექტორის შედეგები საკმაოდ არადამაკმაყოფილებელია - IDFI

განვითარებადი ეკონომიკის და დაბალი ტექნოლოგიური განვითარების პირობებში, განათლების სექტორი შესაძლოა იყოს ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი საქართველოს მასშტაბით, COVID-19 პანდემიის და დისტანციური სწავლების ფონზე. ამის შესახებ IDFI-ს მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაშია აღნიშნული, რომელიც განათლების სექტორს ეხება.

PISA-ს ქულების გათვალისწინებით (70-ე ადგილი 78 ქვეყნიდან) საქართველოს განათლების სექტორის შედეგები საკმაოდ არადამაკმაყოფილებელია. სექტორის ზოგადი გამოწვევები მოიცავს: საჯარო სკოლებში მასწავლებლების საშუალო ასაკის ზრდას და დაბალ ხელფასებს, რაც მასწავლებლობის როგორც პროფესიის მიმზიდველობას ამცირებს. 

დღეისათვის არსებული გამოწვევებია სკოლების დაბალი ხარისხის ტექნიკური აღჭურვილობა და შესაბამისი პერსონალის კვალიფიკაცია. გარდა ამისა, სექტორის მთავარი გამოწვევაა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი აბსოლუტურ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს და არ აქვს წვდომა შესაბამის ლიტერატურასთან და სასწავლო მასალებთან. ასევე, COVID-19 პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა და შესაბამისმა უსაფრთხოების წესებმა გამოიწვია სასწავლო პროცესის ხანგრძლივობის შემცირება რაც უარყოფითად აისახა სასწავლო პროცესის ეფექტიანობაზე.

ინტერნეტთან წვდომის ნაკლებობა მნიშვნელოვან ხელის შემშლელ ფაქტორად იქცა ადამიანებისთვის, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. მიუხედავად ამისა, საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, ამ კუთხით დღესაც მრავალ გამოწვევას აწყდება. ეს ანგარიში შეეცდება გამოიკვლიოს ინტერნეტის ხელმისაწვდომობის ხარისხი ქვეყანაში, იმ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით რაც შეაგროვა და გამოაქვეყნა კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) და სხვა შესაბამისმა წყაროებმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system