თავში

განგაში ერევნის აეროპორტში

განგაში ერევნის აეროპორტში
განგაში ერევნის აეროპორტში

ერევანი მოსკოვის რეისიდან მგზავრების ევაკუაცია მოხდა. სომხური მედიის ცნობით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ, თვითმფრინავში ჩასხდომისას მოხდა. ერთ-ერთმა მგზავრმა ბორტგამცილებელს აცნობა, რომ მის ხელბარგში ბომბი იდო. სწორედ ამის შემდეგ, ლაინერიდან მგზავრების ევაკუაცია გამოცხადდა.

საავიაციო უშიშროების თანამშრომლებმა და პოლიციელებმა მგზავრები კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანეს. შემოწმდა ყველა მათგანის ბარგი, თუმცა ბორტზე ბომბი ან სხვა სახის საშიში ნივთიერება ვერ აღმოაჩინეს.ამ დროისათვის, მგზავრი, რომელმაც სტიუარდესას ბომბის შესახებ აცნობა, ზვარტცონის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მიმდინარეობს ფაქტის მოკვლევა. რეისი ერევანი-მოსკოვი მომხდარის გამო დაგვიანებით განხორციელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system