თავში

განვითარების რა შანსი აქვს მსუბუქ მრეწველობას

განვითარების რა შანსი აქვს მსუბუქ მრეწველობას
განვითარების რა შანსი აქვს მსუბუქ მრეწველობას

სპეციალისტები მთავრობას ადგილობრივი საფეიქრო და აგრარული წარმოების წახალისებას ურჩევენ. ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში ბადრი ზარდიაშვილი აცხადებს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება მსუბუქი მრეწველობის წილის ზრდა, რასაც როგორმე უნდა მივაღწიოთ. მისი თქმით, მთავარი პრობლემაა, რომ შიდა მოთხოვნა არ გვაქვს დაკმაყოფილებული, რის გარეშეც უარყოფითი სალდო ვერ შემცირდება. 

ზარდიაშვილის თქმით, სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია ამ მხრივ იმედს იძლევა, რომ გამოწვევას ქვეყანა თანდათან გაუმკლავდება. თუმცა პარალელურად დიდი პოტენციალი აქვს საფეიქრო მრეწველობას,  რა მიმართულებითაც სერიოზული ღონისძიებები უნდა გატარდეს.

,,ჩვენი დიდი პრობლემა ტექნოლოგიური ჩამორჩენაა, ეკონომიკურ დარგებს, ინდუსტრიულ წარმოებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. რაც შეგვიძლია, ეს არის, რომ პირველი რიგის ეკონომიკის, სასურსათო უზრუნველყოფის მიმართულებით გადაიდგას ნაბიჯები და წარმოება ამუშავდეს. კომპლექსური სამუშაოა გასატარებელი. პირველ ეტაპზე, მიწის საკითხი უნდა მოგვარდეს. როცა ჩვენ გვაქვს წვრილი მეურნეობები, მცირემიწიანობაა, საბჭოთა პერიოდიოს დროს მეტნაკლებად ინდუსტრიული იყო საქართველო, ახლა წარმოება, გადამამუშავებელი მრეწველობა თითქმის აღარ არის და მზა ნედლეული გადის ქვეყნიდან, იმის მაგივრად, რომ ჩვენვე გადავამუშავოით და დოვლათი შევქმნათ.  ეპიდემიამ დაგვანახა, რომ შეგვიძლია მსუბუქი მრეწველობის განვითარება, პირბადეების იმპორტრიც მეტნაკლებად შესაძლებელი გახდა. მართალია, ეს დროებითია, მაგრამ აშკარად დიდი რესურსი გვაქვს, რომ საფეიქრო წარმოება განვავითაროთ", - აცხადებს report.ge-თან დავით ზარდიაშვილი.

ეკონომისტ გივი მომცელიძის შეფასებით, საქართველოს სჭირდება რეალური სექტორის და იმ დარგების განვითარება, რომლებიც მაღალი დამატებული ღირებულების დოვლათს შექმნის. 

,,საქართველოს შეუძლია განავითაროს ინფორმაციული ტექნოლოგიები და მომსახურების ის პროგრესული დარგები, სადაც უფრო მეტი რთული შრომის გამოყენება არის საჭირო. მრეწველობას ამ მხრივ პოზიტიური და იმედისმომცემი პერსპექტივა გააჩნია.  ჩვენ უნდა შევძლოთ სწრაფი ზრდა, რაზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მრეწველობის პერსპექტივაც. ინტერესს ამ მხრივ გრძელვადიანი პროექტები იიწვევენ, რადგან აქ რისკი შდარებით ნაკლებია და ინვესტორები არ უშინდებიან ასეთ დარგებში კაპიტალდაბანდებას, რაც ინვესტიციებზე პოზიტიურად აისახება", - აცხადებს report.ge-თან ეკონომისტი.

ცნობისთვის, მსუბუქი მრეწველობის პრობლემის გადაჭრაზე იმსჯელეს. სასტუმრო „სტამბაში“ გამართულ შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი ესწრებოდა. შეხვედრაში საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, კერძო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის ექპერტები მონაწილეობდნენ.

ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით მთელი რიგი ინსტრუმენტები და პროგრამები შეიქმნა, რომლებიც მიზნად ისახავს მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით, რომელიც, თავის მხრივ, ქართული ეკონომიკის ფუნდამენტს წარმოადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system