თავში

გაყიდის თუ არა "შმაქსს" "გირჩი"

გაყიდის თუ არა "შმაქსს" "გირჩი"
გაყიდის  თუ არა შმაქსს გირჩი

გირჩის დაარსებულ შმAXI-ს ამერიკული კომპანია ყიდულობს. მისი შეძენით ნიუ იორკში რეგისტრირებული ამერიკული კომპანია Creactivity Productions Inc. არის დაინტერესებული. გირჩში კომპანიასთან მოლაპარაკებებს ადასტურებენ.

"ვადასტურებ, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამ დროისთვის რაიმე კონკრეტულის თქმა გამიჭირდება, თუმცა, ამერიკული მხარის მხრიდან დაინტერესება დიდია და მაღალი ალბათობით, უახლოეს კვირებში მოხდება დეტალებზე შეთანხმება და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება", — ამბობს ზურა ჯაფარიძე. 

"გირჩის" პრესსამსახურში განგვიმარტეს, რომ მოლაპარაკების შედეგი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. მანამდე ორგანიზაციაში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ. 

"გირჩმა" შმაქსი მას შემდეგ დაარსა, რაც ტაქსების რეგულაციები ამოქმედდა. მათი თქმით, აღნიშნულ პროექტს საგანმანათლებლო ფუნქცია აქვს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system